კანადელ ტურისტს რომელიც აეროპორტში აკრძალული მედიკამენტის ფლობისთვის დააკავეს, საპროცესოს გაუფორმებენ
22 წლის კანადელი ტურისტს, რომელიც თბილისში საზღვარზე სამკურნალო მედიკამენტ „ადერალის“ გამო დააკავეს, საპროცესოს გაუფორმებენ. ადვოკატის ცნობით, საპროცესო შეთანხმების პირობა 30 000-ლარიანი ჯარიმაა. მისი თქმით, პროკურატურასთან შეთანხმება მიღწეულია და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გააფორმოს. ახლობლების ცნობით, 22 წლის საიმონ როვენსკი, რომელსაც თან ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი ჰქონდა, საქართველოს საზღვარზე 30 აპრილს დააკავეს. როგორც კანადის მოქალაქის ახლობლები აცხადებენ, მედიკამენტი საქართველოში აკრძალული ნივთიერებების ნუსხაში აღმოჩნდა, მას კი რეცეპტი თან არ ჰქონდა. პროკურატურამ კანადის მოქალაქეს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ფლობისა და საზღვარზე გადატანის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა, რაც საქართველოს კანონმდებლობით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების… The post კანადელ ტურისტს რომელიც აეროპორტში აკრძალული მედიკამენტის ფლობისთვის დააკავეს, საპროცესოს გაუფორმებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →