ათონელის სასახლესთან დაკავებულ ექიმსა და კიდევ 5 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი — ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლის განაჩენით, ბრალდებულთაგან ექვსს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ია დარახველიძეს სასამართლომ 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, სხდომათა დარბაზში დააკავეს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც აქამდე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებოდა. რაც შეეხება ია დარახველიძეს (რომელიც ასევე გირაოთი იყო გათავისუფლებული), ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება და… The post ათონელის სასახლესთან დაკავებულ ექიმსა და კიდევ 5 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →