სიახლე

ახალგაზრდა ქალი მერვე სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა

მედიაცენტრი

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში, მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტომას ცდილობდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მაშველებმა კორპუსის ეზოში სპეციალური სამაშველო ბალიში (ე.წ. ბატუტი) გაშალეს. ადგილზე სამაშველო ღონისძიება თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცავებისა და მაშველების ერთობლივი, ოპერატიული მუშაობის შედეგად, სიტუაციის განმუხტვა და ქალის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა დროულად მოხერხდა. The post ახალგაზრდა ქალი მერვე სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი