,,ევროპელები შუამავლები არ ვართ” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ, 2024 წლის შემდეგ პირველად, ერთიანად მიიღო გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ. „გუშინ ჩვენ ძალიან მკაფიო დისკუსია გავმართეთ. ევროპელები შუამავლები არ ვართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. მას დახმარებასა და მხარდაჭერას ვუწევთ. რუსეთს სანქციები დავუწესეთ. როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება, ევროპელები მაგიდასთან უნდა ვიყოთ. ევროპა პირდაპირ ჩართულია იმაში, რაც უკრაინაში ხდება, იმ დახმარების მეშვეობით, რომელიც ჩვენ მათ მივეცით. გაფართოების საკითხის მეშვეობით, რომელიც ევროპელებს ეხება, და იმ ფინანსური მხარდაჭერისა და სესხების მეშვეობით, რომელთა გაცემაც შესაბამისი ფინანსური რეგულაციის ფარგლებში შევძელით. ამიტომ, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს და ევროპული საბჭოს… The post ,,ევროპელები შუამავლები არ ვართ” – მაკრონი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →