მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სიდნეისა და ლონდონს შორის 2027 წელს შესრულდება
ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ „Qantas“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პროექტის „Project Sunrise“ ფარგლებში, სიდნეისა და ლონდონს შორის პირველი პირდაპირი რეისი 2027 წლის ოქტომბერში შესრულდება. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი სამგზავრო ფრენა, რომელიც ორ ქალაქს შორის არსებულ 16 000-ზე მეტ კილომეტრს, ისტორიაში პირველად, ყოველგვარი შუალედური გაჩერების გარეშე დაფარავს. ფრენის ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, 19-დან 22 საათამდე იქნება. ავიაკომპანიამ უკვე წარადგინა ამ რეისებისთვის სპეციალურად მოდიფიცირებული პირველი ხომალდი, Airbus A350-1000ULR (Ultra Long Range). „Project Sunrise“-ის შემდგომი ეტაპი ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს სხვა საერთაშორისო ცენტრებთან დაკავშირებასაც ითვალისწინებს – მომდევნო დადასტურებული მიმართულება სიდნეი-ნიუ-იორკი იქნება, რომლის ზუსტ განრიგსაც კომპანია მომავალ წელს… The post მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სიდნეისა და ლონდონს შორის 2027 წელს შესრულდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →