პოლონეთის პრეზიდენტმა ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ. თითქმის 13-წუთიან გამოსვლაში ნავროცკიმ განაცხადა, რომ „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდო, არამედ ეს არის პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლო, რაც ნიშნავს განსაკუთრებულ კავშირს პოლონეთის სახელმწიფოსთან და ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და არ ნიშნავს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას. „ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ვიცით, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ამ შეფასებაში არაფერი შეცვლილა. რუსეთი არის აგრესორი,… The post პოლონეთის პრეზიდენტმა ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →