სიახლე
„შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები, მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, ლილეკო“ – 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
მედიაცენტრი
ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სოციალურ ქსელში, პატარა ლილე გეგუჩაძეს ემშვიდობება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. „შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო“, – წერს ბაღი. 6 წლის ლილე გეგუჩაძე 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ბავშვი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. The post „შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები, მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, ლილეკო“ – 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.