„საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 21 წლის ელენე ექვთიმიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მკვიდრია. გოგონა დღეს სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გამორჩეული და საყვარელი კურსდამთავრებულის, ელენე ექვთიმიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ის ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება, როგორც განსაკუთრებული, კეთილშობილი და სიცოცხლით სავსე გოგონა. სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები თანაგრძნობას ვუცხადებთ ელენეს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია ახმეტის №2 საჯარო სკოლის მიმართვაში. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე სამი დღის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. The post „საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →