სამტრედიის მეშვიდე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლის, მართა თევზაძის ცხოვრებაში ნამდვილი საოცრებების სერიაა – იგი თავის საყვარელ ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა და საქართველოს ნაკრების თამაშზე დასწრებაც შეძლო!
ყველაფერი კი ერთი ჩვეულებრივი საკლასო დავალებით დაიწყო. 10 თებერვლით დათარიღებულ წერილში, სათაურით – „ჩემი ოცნება“, მართა გულწრფელად წერდა:
„ჩემი ოცნება არის, რომ ბუდუ ზივზივაძე ვნახო, რადგან ის ძალიან საყვარელი და კარგი მოთამაშეა. კიდევ იმაზე ვოცნებობ, რომ საქართველოს თამაშზე წავიდე. მე სულ სამი ოცნება მქონდა, მაგრამ ახლა ორი ოცნება დამრჩა, რადგან ერთი უკვე ამისრულეს ჩემმა მშობლებმა და ორი ლეკვი მაჩუქეს….“
პატარა მართას ფურცელზე დაწერილი სამივე ნატვრა დღეს უკვე რეალობაა: მას ჰყავს საყვარელი ოთხფეხა მეგობრები, პირადად შეხვდა ბუდუ ზივზივაძეს და ეროვნულ ნაკრებს ტრიბუნებიდანაც უგულშემატკივრა!
ვულოცავთ მართას ამ დიდ სიხარულს! ეს ისტორია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გულწრფელი ბავშვური ოცნებები აუცილებლად, ადრე თუ გვიან, 100%-ით ხდება.
გიზიარებთ ამაღელვებელ კადრებს მართასა და ცნობილი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შეხვედრიდან:
The post როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა appeared first on გურია ნიუსი.