სიახლე

რუსებმა შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი სავაჭრო გემები დაბომბეს

მედიაცენტრი

გუშინ ღამით რუსებმა შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი სავაჭრო გემები დაბომბეს. რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარტყა თურქულ გემს VICTRESS, რომელზეც ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საზღვაო ძალებისა და საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მშრალი ტვირთის გადამზიდი თურქული ხომალდი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის 1 წევრი დაიღუპა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამაშველო ოპერაციის შედეგად რვა მეზღვაური გადაარჩინეს. რუსული თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა პალაუსა და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემებიც. The post რუსებმა შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი სავაჭრო გემები დაბომბეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი