სიახლე

სიღნაღში 33 წლის კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა

Alia

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა – ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რამაზ ძმანაშვილი ახლად შეძენილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბალახებში არსებული თხრილი ვერ შენიშნა. შედეგად, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. ტრაგიკულ შემთხვევას ილიაწმინდის საჯარო სკოლა გამოეხმაურა, რომლის კურსდამთავრებულიც რამაზ ძმანაშვილი იყო. „სიტყვები უძლურია იმ […] The post სიღნაღში 33 წლის კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა appeared first on .

პირველწყარო →

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა – ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რამაზ ძმანაშვილი ახლად შეძენილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბალახებში არსებული თხრილი ვერ შენიშნა. შედეგად, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

ტრაგიკულ შემთხვევას ილიაწმინდის საჯარო სკოლა გამოეხმაურა, რომლის კურსდამთავრებულიც რამაზ ძმანაშვილი იყო.

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც განვიცდით. უდროოდ და ტრაგიკულად შეწყდა ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. რამაზი იყო საოცრად თავაზიანი, მოწესრიგებული, გულისხმიერი, მშრომელი, მეგობრული, სანდო და საიმედო ახალგაზრდა, რომელიც სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა თანატოლებსა თუ მასწავლებლებში“, – ნათქვამია პედაგოგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

The post სიღნაღში 33 წლის კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა appeared first on .


მსგავსი