სიახლე

,,ბელარუსში რუსული დრონებისთვის რეტრანსლატორები გათიშეს” – ზელენსკი

მედიაცენტრი

ბელარუსში რუსული დრონებისთვის რეტრანსლატორები გათიშეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ,,მოახდინეს თუ არა მათი დემონტაჟი, მე, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი. მაგრამ ვმუშაობთ ამაზე, ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ვითარებას და ყოველდღიურად ვიღებ ანგარიშებს. ფაქტია, რომ დღეისთვის რეტრანსლატორები არ მუშაობენ”, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 19 ივნისს ზელენსკიმ ულტიმატუმი წაუყენა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოახდინოს რეტრანსლატორების დემონტაჟი, რომლებიც უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ რუსული დრონების დარტყმების კორექტირებას ახდენენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს. The post ,,ბელარუსში რუსული დრონებისთვის რეტრანსლატორები გათიშეს” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი