სიახლე
მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
მედიაცენტრი
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა. „ნატალია კორძაიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2023 წლიდან გახლავთ მილანში საქართველოს გენერალური კონსული“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.