სიახლე

აშშ-მა ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყა

GuriaNews

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ამერიკელმა სამხედრო ძალებმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს. „აშშ-ის თვითმფრინავებმა ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახ ობიექტებსა და სანაპირო რადარების პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს, მას შემდეგ, რაც 25 ივნისს ირანმა დრონის გამოყენებით გემ Ever Lovely-ს დაარტყა. ირანის […] The post აშშ-მა ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ამერიკელმა სამხედრო ძალებმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს.

„აშშ-ის თვითმფრინავებმა ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახ ობიექტებსა და სანაპირო რადარების პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს, მას შემდეგ, რაც 25 ივნისს ირანმა დრონის გამოყენებით გემ Ever Lovely-ს დაარტყა. ირანის თავდასხმის დროს სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ომანის სანაპიროს გასწვრივ ჰორმუზის სრუტიდან გამოდიოდა“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე, ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანის შეიარაღებული ძალების მიერ კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი აგრესია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს“.

The post აშშ-მა ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი