ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა – ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული ავტომანქანის მძღოლს.