სააგენტო "პარალელი"
“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა დამაბრალოთ, ნარკო დანაშაულებზე იმიტომ ვწერდი, რომ კონკურენტი ბარიგები ჩამომეშორებინა😬❗️” – ელისო კილაძე
პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე:
“უკანონო ქოლცენტრების საქმეებს მე ვიძიებდი – რიჟვაძის მამის და კეზერაშვილის ქოლ-ცენტრი, ბენ ანორიც მე ვამხილე.
ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია ნახოს.
მათ შორის, 2024 წლის არჩევნებამდე გამოქვეყნებული პოსტებიც .ნარკო დანაშაულებზეც მაშინ ვწერდი, როცა ვერავინ იღებდა ხმას
თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა დამაბრალოთ, ნარკო დანაშაულებზე იმიტომ ვწერდი, რომ კონკურენტი ბარიგები ჩამომეშორებინა
” – აცხადებს ელისო კილაძე.
ცნობისათვის, სტატუსი ელისო კილაძეს ფეისბუქის პირად გვერდზე: “3 თვიანი ბრძოლის შემდეგ, დედას ფეისბუქ გვერდი დავიბრუნეთ 
უკვე აქედან შეგატყობინებთ სიახლეებს.
წარმატებები ვუსურვოთ დედას და მის ადვოკატებს
“, – წერს ელისო კილაძის შვილი.

პარალელი