სიახლე

,,ნატო და უკრაინა რუსეთის ავიაბაზებზე დარტყმებისთვის იარაღის შესაქმნელად ემზადებიან” – ზახაროვა

მედიაცენტრი

ნატო და უკრაინა რუსეთის სიღრმეში მდებარე ავიაბაზებსა და აეროდრომებზე დარტყმების მიზნით, ახალი იარაღის შესაქმნელად ემზადებიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ისეთი შეიარაღების შემუშავებაზე, რომელიც რუსული სამხედრო ობიექტების განადგურებისა და მწყობრიდან გამოყვანისთვის იქნება განკუთვნილი. ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინა-ნატოს ალიანსი თავისი გაუაზრებელი და აგრესიული ქმედებებით რუს სამხედროებს დამატებით საფუძველს აძლევს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ნებისმიერი იმ საწარმოს მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იარაღის წარმოებაშია ჩართული. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, კიევის რეჟიმი აძლიერებს მცდელობებს, რათა ნატო რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრიოს. The post ,,ნატო და უკრაინა რუსეთის ავიაბაზებზე დარტყმებისთვის იარაღის შესაქმნელად ემზადებიან” – ზახაროვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი