ბოლო პერიოდში საქართველოში არასტაბილურმა ამინდმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, რამდენად არის მზად საქართველო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისთვის? – ამ და სხვა კითხვებით გარემოს დაცვის ექსპერტს მამუკა გვილავას მივმართეთ. – ბოლო დროს საქართველოში არასტაბილური ამინდია – ძლიერი წვიმა, სეტყვა, უეცარი სიცხე, ქარი. რამდენად ნორმალურია ასეთი კლიმატური ცვალებადობა? – რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის. სამწუხაროდ, ის […] The post როგორი ზაფხული გველის წინ appeared first on გურია ნიუსი.
ბოლო პერიოდში საქართველოში არასტაბილურმა ამინდმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, რამდენად არის მზად საქართველო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისთვის? – ამ და სხვა კითხვებით გარემოს დაცვის ექსპერტს მამუკა გვილავას მივმართეთ.
– ბოლო დროს საქართველოში არასტაბილური ამინდია – ძლიერი წვიმა, სეტყვა, უეცარი სიცხე, ქარი. რამდენად ნორმალურია ასეთი კლიმატური ცვალებადობა?
– რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის. სამწუხაროდ, ის ნელ-ნელა ნორმად იქცევა, რადგან კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ექსტრემალური ამინდის მოვლენები უფრო გახშირდება და გაძლიერდება.
დღევანდელი ვითარება ძალიან ჰგავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ეფექტებს. თუმცა, ალბათ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც არა ვართ, რადგან ევროპაში გაცილებით გაუსაძლისი სიცხეა. ჩვენ შეიძლება თბილად ჩავიცვათ ან სეტყვას მოვერიდოთ, მაგრამ როდესაც მაღალი ტემპერატურაა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მისი ზემოქმედების ქვეშ ექცევა. წელს ამ მხრივ გაგვიმართლა, თუმცა ზაფხული ჯერ წინ არის. მე ამ პროცესებს უფრო მაღალ ატმოსფერულ ფენებში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ჰაერის ნაკადების ცვლილებას დავუკავშირებდი.