სიახლე

ევროკავშირმა ამერიკულ სამრეწველო საქონელზე დაწესებული ტარიფები გააუქმა

მედიაცენტრი

ევროკავშირმა ამერიკული სამრეწველო პროდუქციის იმპორტზე დაწესებული ტარიფები გააუქმა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაჯანსაღებასა და ბაზრის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაა და ბაზარზე პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს: „ეს ნაბიჯი ევროპული ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის მეტ პროგნოზირებადობას, ფართო არჩევანსა და უკეთეს ფასებს უზრუნველყოფს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა მსოფლიოში ყველაზე მყარ და ღირებულ კავშირად რჩება, რომლის განვითარებაც უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. The post ევროკავშირმა ამერიკულ სამრეწველო საქონელზე დაწესებული ტარიფები გააუქმა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი