,,ველით, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობისას რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ირლანდიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა დუბლინს ახალი უფლებამოსილების დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ექვსი თვე ორმხრივი თანამშრომლობისთვის მაქსიმალურად ეფექტური იქნება. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ივლისშივე ელოდება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დარჩენილი ხუთი კლასტერის გახსნას, რადგან ამ პროცესისთვის არანაირი არსებითი ბარიერი არ არსებობს. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა მოსკოვზე ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა, რადგან კიევის სამხედრო მიღწევებმა მოწინააღმდეგე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა: „ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, როდესაც ჩვენი შორი და საშუალო მანძილის… The post ,,ველით, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობისას რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →