პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 26 Feb 2026, 06:43

შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ირანის მოქალაქე – 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 183 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება მიმდინარეობს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ირანის მოქალაქე – 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 183 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.