სიახლე

ელენე ხოშტარია კლინიკა ,,ვივამედში” გადაიყვანეს

მედიაცენტრი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია კლინიკა ,,ვივამედში” იმყოფება. ხოშტარია დამატებით კვლევებს ექიმების, მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის, შემდეგ კი მისი მკურნალობის პროცესი დაიწყება. ცნობისთვის, ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ელენე ხოშტარიას ექიმებთან – მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა. The post ელენე ხოშტარია კლინიკა ,,ვივამედში” გადაიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი