ჟინვალის წყალსაცავი
დუშეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ტურისტულად მიმზიდველი მხარეა, სადაც მთა, მდინარე და საოცარი პეიზაჟები იშლება. მდინარე არაგვის ჩუხჩუხი ისეთ ხმას გამოსცემს, გარემოს საოცრად აცოცხლებს. ამ მხრის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია ჟინვალის წყალსაცავი, რომელიც მდინარე არაგვის შუა წელში მდებარეობს. ვინც ამ გზას გაივლის, შეუძლებელია არ შეჩერდეს და ამ ულამაზესი სანახაობით არ დატკბეს, ამიტომაც, აქ მოწყობილია სპეციალური სივრცეები სადაც საოცარი ხედები იშლება და ფოტოების გადაღებაც შესაძლებელია. წყალსაცავის ნაპირას კი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი – ანანურის კომპლექსი მდებარეობს. ცნობილია ისიც, რომ ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობისას წყლის ქვეშ მოექცა XII საუკუნის ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია, რომელიც 6 თვე წყალშია… The post ჟინვალის წყალსაცავი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →