განცხადებების რაოდენობა 112 %-ით არის გაზრდილი – GCCA-ი
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკას აქვეყნებს. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 112 %-ით არის გაზრდილი. „საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 162 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 417 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 75 მოვაჭრეს – 198 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში – 202 281 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 132 საქმეზე – 114 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ… The post განცხადებების რაოდენობა 112 %-ით არის გაზრდილი – GCCA-ი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →