სიახლე

,,რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა”-ზელენსკი

მედიაცენტრი

რუსულმა ძალებმა უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის დროს 70-ზე მეტი რაკეტა და 500-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. აღნიშნული მონაცემები უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დედაქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა. „კიევში დარტყმები 20-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა, რომელთა უმეტესობაც საცხოვრებელი შენობაა. ასევე დაზიანდა სასწრაფო დახმარების ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტი, სასტუმრო და სხვადასხვა ბიზნესობიექტები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ოფიციალური კიევი დიდ… The post ,,რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა”-ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი