სიახლე

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

პარალელი

სააგენტო "პარალელი" ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…” “ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ე.წ. “საბოტაჟის საქმეზე” მოწმეთა კონკრეტულ ჩვენებებთან დაკავშირებით ირონიულ შეფასება-მინიშნებებს აკეთებს: “საბოტაჟის საქმეზე კიდევ ორმა მოწმემ მახსენა. უფრო სწორად, ჩემი მარჯვენა ხელი ახსენა. მარტო ეგ ახსოვთ, როგორც წინა მოწმეებს: აწევდა თუ არა მარჯვენა ხელს, ხალხი იხუვლებდა და პარლამენტისკენ იძვროდაო. არაფერი არ ახსოვთ მეტი – არც სიტყვები, არც […] ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…” პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ე.წ. “საბოტაჟის საქმეზე” მოწმეთა კონკრეტულ ჩვენებებთან დაკავშირებით ირონიულ შეფასება-მინიშნებებს აკეთებს:

“საბოტაჟის საქმეზე კიდევ ორმა მოწმემ მახსენა. უფრო სწორად, ჩემი მარჯვენა ხელი ახსენა. მარტო ეგ ახსოვთ, როგორც წინა მოწმეებს: აწევდა თუ არა მარჯვენა ხელს, ხალხი იხუვლებდა და პარლამენტისკენ იძვროდაო. არაფერი არ ახსოვთ მეტი – არც სიტყვები, არც სახის გამომეტყველება, არც სად ვიდექი, რა მეცვა, რას ვაკეთებდი, არც მარცხენა ხელი – მარტო მარჯვენა ხელი და მისი აწევ-დაწევა :))))

დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი. ტოსკანინი, ფონ კარაიანი, ბარენბოიმი და მე.

ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, რაღაცნაირად :)) ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელნელა :)))

ps ეს მარჯვენა ხელზე ჩაციკლული პოლიციელები ცოტა უხერხული კია. მარჯვენა მარტო დირიჟორობისთვის არ გამოიყენება, მოგეხსენებათ“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”
პარალელი


მსგავსი