ბათუმი-ს ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარი მძიმე შემთხვევის შემდეგ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო-ს წარმომადგენლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს. სამინისტროს ინიციატივით შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან სამინისტროს, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი-სა და იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო-ს სპეციალისტები.
მომზადდა რეაგირების გეგმა, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგთა ჯგუფი სასწრაფოდ გაემგზავრა ბათუმში. ახალშობილს ჩაუტარდა რთული ქირურგიული ოპერაცია. იაშვილის კლინიკა აქტიურად არის ჩართული პროცესში და საჭიროების შემთხვევაში მზად არის დამატებითი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუდმივ კოორდინაციას ჩართულ სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსების მობილიზებას უზრუნველყოფს. არსებული კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
როგორც ცნობილია, 22 თებერვალს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილის მკვლელობა სცადა. საქართველოს პროკურატურა-მ დედას ბრალდება წარუდგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.