სომხეთის პარლამენტმა არჩევნებში ხმის მიცემის ახალი წესები დაამტკიცა
სომხეთის ეროვნულმა კრებამ რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით და სრულად მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში „რეფერენდუმის შესახებ“. „არმენპრესის“ ცნობით, კანონპროექტების პაკეტი „სომხეთის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის“ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და „რეფერენდუმის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, წარადგინა ეროვნული კრების დეპუტატმა ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან“ ალხას ღაზარიანმა. შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომ ეროვნული კრების არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ენიჭებათ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდათ 18 წელი და რომლებიც კენჭისყრის დღემდე 48-ე დღის (ხოლო ეროვნული კრების რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში – 28-ე დღის) წინარე 730… The post სომხეთის პარლამენტმა არჩევნებში ხმის მიცემის ახალი წესები დაამტკიცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →