თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზთან ათასობით ირანელი შეიკრიბა, რათა გარდაცვლილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის პატივი მიაგონ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ხალხი ერთხმად სკანდირებს: „შურისძიება, შურისძიება“. ისმის შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“. გუშინ მოსალაში ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა, რომელსაც მისი ვაჟი და ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი არ დასწრებია. ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარი მოსალას სალოცავ დარბაზში ორშაბათამდე დარჩება. სამშაბათს ხამენეის ცხედარს ყუმში, ხოლო ოთხშაბათს ერაყში გადაასვენებენ. აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ. The post თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →