აშშ-ში, ძლიერი სიცხის გამო, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო
აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი სიცხის ტალღამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხელი შეუშალა. Reuters-ის ცნობით, მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის მასშტაბით ათობით აღლუმი, კონცერტი და ფოიერვერკი გაუქმდა ან გადაიდო. ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს შორის, რომლებზეც ამინდმა გავლენა მოახდინა, ვაშინგტონში, ეროვნულ ხეივანში გამართული Great American State Fair-იც იყო. ღონისძიება, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროგრამის ნაწილია და 50-ვე შტატის წარმოჩენას ისახავს მიზნად, პარასკევს დროებით შეჩერდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ 38 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. მოგვიანებით, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით გაუქმდა ვაშინგტონში დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღის ყოველწლიური აღლუმიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს სიცხის აღქმადი… The post აშშ-ში, ძლიერი სიცხის გამო, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →