აშშ-ში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას, სროლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია
GuriaNews
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის უქმეებზე, ნიუ-იორკში, კონი-აილენდის უბანში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას ABC News-ი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტზე (NYPD) დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ბრუკლინში, 31-ე დასავლეთ ქუჩაზე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:37 საათზე მოხდა. გამოძახებაზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მოქალაქეები დახვდათ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. The post აშშ-ში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას, სროლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია appeared first on გურია ნიუსი.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის უქმეებზე, ნიუ-იორკში, კონი-აილენდის უბანში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას ABC News-ი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტზე (NYPD) დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ბრუკლინში, 31-ე დასავლეთ ქუჩაზე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:37 საათზე მოხდა. გამოძახებაზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მოქალაქეები დახვდათ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.