სიახლე

დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც სკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა

მედიაცენტრი

დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც სკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ჩაუტარდა. „3 ივნისს, დედოფლისწყაროში, მოზარდები, საბა ჯაგოდნიშვილი და ლუკა გონაშვილი გადაადგილდებოდნენ ე.წ.”სქროლით” ქალაქის ერთ ერთ გზაჯვარედინზე გადაკვეთისას მოხდა მათი და ავტომობილის შეჯახება. სამწუხაროდ ორივე მოზარდი დაშავდა. სასწრაფო დახმარების საშუალებით გადაყვანილი იყვნენ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი ქალაქ თბილისში, იაშვილის კლინიკაში. ამ ეტაპზე, ლუკა გონაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამწუხაროდ ამ დრომდე მძემედაა საბა ჯაგოდნიშვილი. მას აქვს მრავლობითი მოტეხილობები და თავზე გაუკეთდა ოპერაცია. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. The post დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც სკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი