სიახლე

ევროპაში ტყის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს

მედიაცენტრი

ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში გაჩენილმა ტყის ხანძრებმა ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა. ასობით მეხანძრე უწყვეტ რეჟიმში ებრძვის სტიქიას საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, რასაც რეგიონში არსებული უკიდურესი სიცხეც ართულებს. საფრანგეთში, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში, ქალაქ პერპინიანის სიახლოვეს, ცეცხლის ქრობის პროცესში 700-მდე მეხანძრე, 200 ერთეული ტექნიკა და 10-მდე საავიაციო საშუალებაა ჩართული. სტიქიის ზონაში მძიმედ დაშავდა ორი პირი — ერთი მეხანძრე და ერთი ადგილობრივი მცხოვრები. უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ 5 000 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისთვის ქვეყნის 41 დეპარტამენტში ხანძრის მაღალი რისკია, მათგან შვიდში კი განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკთან ახლოს ცეცხლი ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას… The post ევროპაში ტყის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი