სიახლე
ზაპოროჟიეზე იერიშს კრიმინალური პოლიციის უფროსი ემსხვერპლა, დაშავებულია 13 ადამიანი
მედიაცენტრი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, FAB-500-ის ტიპის ნახევარტონიანი მართვადი საავიაციო ბომბებით ძლიერი დარტყმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, ტრაგედიის შედეგად კრიმინალური პოლიციის სექტორის უფროსი დაიღუპა, ხოლო 13 მოქალაქე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულთა შორის არის კიდევ ერთი პოლიციელი, რომელმაც აფეთქების შედეგად ხელის თითების ამპუტაცია დასჭირდა. რუსულმა მხარემ ქალაქზე იერიში ჯამში ორი საავიაციო ბომბის გამოყენებით მიიტანა. The post ზაპოროჟიეზე იერიშს კრიმინალური პოლიციის უფროსი ემსხვერპლა, დაშავებულია 13 ადამიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.