ბაჩო ახალაიას სასამართლოში ნათქვამი ფრაზის გამო 2.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, ყოფილ მაღალჩინოსანს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლო განაჩენის გამოცხადებას თავად ბაჩო ახალაია არ დასწრებია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია. საქმე ეხება ახალაიას მიერ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ ფრაზას: „ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“. სწორედ ამ განცხადების გამო პროკურატურამ მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. The post ბაჩო ახალაიას სასამართლოში ნათქვამი ფრაზის გამო 2.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →