სიახლე

,,რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს” – ტრამპი

მედიაცენტრი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს. ტრამპს კითხვა დაუსვეს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც მასა და ვლადიმერ პუტინს შორის 4 ივლისის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა. „ვფიქრობ პუტინი ზეწოლას არ გრძნობს. მას სურს მისი დასრულება და უკრაინასაც სურს დასრულება. მოლაპარაკებებში ვართ და ვნახოთ, თუ დავასრულებთ, ამ საშინელებას. ვფიქრობ, უფრო ახლოს ვართ მიზანთან, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. პრეზიდენტ პუტინს სურს მისი დასრულება. ამას მტკიცედ ვამბობ“, – განაცხადა ტრამპმა. The post ,,რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი