„ჰამასი“ ღაზაში ძალაუფლებას გაეროს მიერ მხარდაჭერილ კომიტეტს გადასცემს
დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საკუთარ მთავრობას (საგანგებო კომიტეტს) შლის და მზად არის ძალაუფლება გაეროსა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ტექნოკრატთა „ეროვნულ კომიტეტს“ გადასცეს. დაჯგუფების წარმომადგენლის, ჰაზემ ყასემის თქმით, ეს ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. მიუხედავად განცხადებისა, „ჰამასს“ არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა სრულ განიარაღებას, რაც სამშვიდობო გეგმის მთავარი პირობაა. ამის გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს და მას განიარაღების თავიდან არიდების მცდელობად აფასებს: „სანამ ჰამასი შეინარჩუნებს იარაღს, ნებისმიერი სამოქალაქო ხელისუფლება მის კარნახით იმოქმედებს“. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მანდატით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“, რომელიც… The post „ჰამასი“ ღაზაში ძალაუფლებას გაეროს მიერ მხარდაჭერილ კომიტეტს გადასცემს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →