მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევთან იპოვეს
კიევის მახლობლად სამართალდამცავებმა ქალის ნაწამები და დამარხული ცხედარი აღმოაჩინეს. უკრაინული მედიის ცნობით, გარდაცვლილი ანასტასია ბერეზოვსკაიაა, რომელზეც ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა სულ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. გამოძიების ვერსიით, სწორედ მან დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა მონაკოში, რის შედეგადაც უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები დაშავდნენ. საქმეზე სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ორი ეჭვმიტანილი, რომელთაგან ერთი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის (GUR) მოქმედი თანამშრომელია, მეორე კი – სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი წევრი. დადგინდა, რომ ძებნილი ბერეზოვსკაია უკრაინის ფარგლებს გარეთ 2025 წლის მარტიდან მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე იმყოფებოდა, ქვეყანაში დაბრუნებიდან მალევე კი იგი მოკლეს. მონაკოში რეზონანსული… The post მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევთან იპოვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →