ნატო ახალ სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დრონების ფლოტს შეიძენს
ნატო საჰაერო სათვალთვალო შესაძლებლობების მოდერნიზაციას იწყებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, სამიტის გახსნაზე გამართულ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია 10 ერთეულ Saab GlobalEye-ის ტიპის სათვალთვალო თვითმფრინავს შეიძენს, რომლებიც ამჟამინდელ მოძველებულ საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (AWACS) ფლოტს ჩაანაცვლებს. შვედური წარმოების საჰაერო ხომალდები ამერიკული Boeing-ის პოპულარული მოდელების ალტერნატივა გახდება. გარდა ამისა, ალიანსის ფლოტს პირველად შეემატება Northrop Grumman-ის მიერ შექმნილი ხუთი ერთეული Triton-ის ტიპის მაღალი სიმაღლის სათვალთვალო დრონი. მარკ რუტეს განმარტებით, შესყიდვის განზრახვის წერილს ხელს მოაწერენ წევრი სახელმწიფოები: ნორვეგია, ფინეთი, გერმანია და დანია. ამასთანავე, ნატო გეგმავს Airbus A400M-ის ტიპის თვითმფრინავების ბაზაზე… The post ნატო ახალ სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დრონების ფლოტს შეიძენს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →