სიახლე

იტალიაში ავტომობილის ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მედიაცენტრი

იტალიის დედაქალაქში ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა 57 წლის მამაკაცი დანაშაულის ჩადენის პროცესში შეამჩნიეს. პოლიციის გამოჩენისას მან გაქცევა სცადა და სამართალდამცველებსა და ავტომობილის მფლობელს ცივი იარაღით დაემუქრა, თუმცა პოლიციამ ადგილზევე დააკავა. დაკავებულს ბრალი რამდენიმე მუხლით ედება, მათ შორის ქურდობის მცდელობის, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისა და საჯარო მოხელეზე თავდასხმის ფაქტებზე. The post იტალიაში ავტომობილის ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი