ყაზახეთმა საწვავის გატანის აღსაკვეთად სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა
ყაზახეთმა საწვავ-საპოხი მასალების უკანონო გატანის აღსაკვეთად საზღვარზე ტრანსპორტის მიმოსვლა შეზღუდა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, კაირხან ტუტკიშბაევის განცხადებით, ახალი რეგულაციით, როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებს ყაზახეთში შემოსვლა და ქვეყნიდან გასვლა დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. შეზღუდვა ყველა სასაზღვრო ზონას ეხება, სადაც ბოლო პერიოდში საწვავის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება მეზობელ რუსეთში შექმნილ საწვავის კრიზისს უკავშირდება. უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმების გამო, რუსეთში რამდენიმე მსხვილმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, მათ შორისაა საზღვრიდან 2 500 კილომეტრზე მეტით დაშორებული ომსკის ქარხანაც, რომელიც იერიშის ქვეშ 6 ივლისს მოჰყვა. ამ ფონზე, რუსეთის მომიჯნავე ყაზახურ ავტოგასამართ სადგურებზე რიგები გაჩნდა,… The post ყაზახეთმა საწვავის გატანის აღსაკვეთად სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →