ჩინეთში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 28 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში მდებარე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის საწარმოში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს შენობაში 237 თანამშრომელი და ორი სტუმარი იმყოფებოდა. მაშველებმა ზონიდან 213 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს, თუმცა ორი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიების პირველადი ვერსიით, ცეცხლი თავდაპირველად პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც ადვილად აალებადი ფეხსაცმლის მასალები ინახებოდა. სტიქიის ადგილზე მობილიზებული იყო 500-ზე მეტი მეხანძრე და სამაშველო ბრიგადა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კომპანიის მფლობელი და სხვა პასუხისმგებელი პირები უკვე დააკავეს, თავად საწარმოს საბანკო ანგარიშები კი ამ დროისთვის გაყინულია. The post ჩინეთში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 28 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →