,,ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, ისრაელი ირანთან ბრძოლაში ჩაერთოს” – მედია
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, ისრაელი ბრძოლაში ჩაერთოს, რადგან კონფლიქტზე კონტროლის დაკარგვის შიში აქვს. ინფორმაციას CNN ისრაელის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები მზად არიან, ირანის წინააღმდეგ ომი კიდევ ერთხელ განაახლონ, თუნდაც ეს დამოუკიდებლად გააკეთონ. „ისრაელის თავდაცვის ძალები მაღალ მზადყოფნას ინარჩუნებენ და მზად არიან, განაახლონ კამპანია, აღადგინონ საჰაერო უპირატესობა და განახორციელონ დამოუკიდებელი დარტყმა ირანის წინააღმდეგ საფრთხეების აღმოსაფხვრელად – თუნდაც მესამედ. თუ დაბრუნება მოგვიწევს, კიდევ უფრო დიდი ძალით დავბრუნდებით“, – განაცხადა ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალების ახალი პილოტების გამოსაშვებ ცერემონიაზე. The post ,,ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, ისრაელი ირანთან ბრძოლაში ჩაერთოს” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →