სიახლე

იაპონელი, რომელსაც დღეში მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში სძინავს

GuriaNews

40 წლის იაპონელი ბიზნესმენი დაისუკე ჰორი აცხადებს, რომ უკვე 12 წელია დღეში მხოლოდ 30-45 წუთის განმავლობაში სძინავს. მას გამოცემა South China Morning Post-ი გაესაუბრა და გაარკვია, რომ ასე კაცი თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობის „გაორმაგებას“ ცდილობს. დაისუკე ჰყვება, რომ ძილის დროს ეტაპობრივად ამცირებდა და შედეგად, მისი ორგანიზმი ძილის მინიმალური დროის ფონზეც კი შეეჩვია ნორმალურ ფუნქციონირებას. იაპონელი ამტკიცებს, […] The post იაპონელი, რომელსაც დღეში მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში სძინავს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

40 წლის იაპონელი ბიზნესმენი დაისუკე ჰორი აცხადებს, რომ უკვე 12 წელია დღეში მხოლოდ 30-45 წუთის განმავლობაში სძინავს.

მას გამოცემა South China Morning Post-ი გაესაუბრა და გაარკვია, რომ ასე კაცი თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობის „გაორმაგებას“ ცდილობს. დაისუკე ჰყვება, რომ ძილის დროს ეტაპობრივად ამცირებდა და შედეგად, მისი ორგანიზმი ძილის მინიმალური დროის ფონზეც კი შეეჩვია ნორმალურ ფუნქციონირებას.

იაპონელი ამტკიცებს, რომ დაღლილობას არ გრძნობს. „თუ სპორტით ხართ დაკავებულები ან საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე მიირთმევთ ყავას, ძილის სურვილის დაძლევას მოახერხებთ“, – ამბობს ის.

2024 წელს მან სპეციალური ასოციაციაც კი დააარსა, რომელიც ხალხს ხანმოკლე ძილს ასწავლის და ამტკიცებს ამ ტექნიკას უკვე 2 ათასზე მეტი ადამიანი დაეუფლა.

დაისუკემ ასევე მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურსში „იაპონიის საუკეთესო ტანი“, მას ჰყავს ცოლი და ვაჟი.

The post იაპონელი, რომელსაც დღეში მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში სძინავს    appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი