სიახლე

შსს: 500-500 ლარით დაჯარიმდნენ ის პირები, რომლებიც გორში ქორწილში აკუსტიკური იარაღიდან ისროდნენ

Timer

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 500-500 ლარით დაჯარიმდნენ ის პირები, რომლებიც გორში ქორწილში აკუსტიკური იარაღიდან ისროდნენ. როგორც შსს-ში მთავართან თქვეს, ვიდეოში ასახული ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლის I ნაწილით დაჯარიმდა. უწყების პრესსამსახურის ცნობითვე, ორივე მათგანს აკუსტიკური იარაღი ჩამოერთვა და მისი ფლობაც შეეზღუდა. დღეს მოქალაქემ მთავარს გამოუგზავნა კადრები, სადაც ქორწილის ავტოკოლონაში სროლა იყო ასახული. Source

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი