ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა
ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იერიშები ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს, რასაც საპასუხო ოპერაციების ნაწილს უწოდებენ. „საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“-განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა. ბაჰრეინში დარტყმები საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურების ობიექტებზე, P-8 Poseidon-ის თვითმფრინავების ანგარსა და დრონების მართვის ცენტრზე განხორციელდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჰაერო განგაშის სირენების გამო მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. პარალელურად, ირანული მხარე აცხადებს, რომ ქუვეითში, „ალი ალ სალემის“ ბაზაზე, სრულად გაანადგურა ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და საწვავის საცავები, ხოლო „აჰმად… The post ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →