ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევების გამო სანქციები დაუწესეს
ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ, კიბერშეტევების გამო, რუსეთს კოორდინირებული სანქციები დაუწესეს. დასავლელი პარტნიორები რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) ევროპის მასშტაბით ციფრული თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ახალი შეზღუდვების ფარგლებში, ბრიუსელმა სანქციები 9 ფიზიკურ პირსა და 4 ორგანიზაციას დაუწესა, ხოლო ლონდონმა სასანქციო სიაში 24 პირი შეიყვანა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ეს ნაბიჯი პასუხია კრემლის მუდმივ მცდელობებზე – დათესოს ქაოსი და განხეთქილება ევროპაში. შავ სიაში მოხვდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებიც, მათ შორის ვიაჩესლავ სტაფეევი, ივან სენინი და ივან კასიანენკო. სანქციების დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე განხორციელებული კიბერშეტევა გახდა, რომლის… The post ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევების გამო სანქციები დაუწესეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →