,,დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანი – დიახ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავალი ომებისთვის – ემანუელ მაკრონ
საფრანგეთმა სამხედრო გადაიარაღების გეგმა წარმატებით შეასრულა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეიარაღებული ძალებისადმი მიმართვისას განაცხადა. მაკრონის განმარტებით, 2017 წელს დადებული პირობა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდისა და ჯარის გაძლიერების შესახებ უკვე რეალობაა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა მზად არის „სისხლის ფასად“ დაიცვას თავისუფლება და საერთაშორისო სამართალი. „ჩვენ მსოფლიოს ვუგზავნით შემდეგ გზავნილს: დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია. დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და დიახ, ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ მათ დასაცავად. ყოველთვის და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასად“- განაცხადა მაჯრონმა. საფრანგეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მოკავშირეებთან ერთობლივ სამხედრო შესყიდვებსა და პარტნიორობაზე. უკრაინისა და… The post ,,დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანი – დიახ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავალი ომებისთვის – ემანუელ მაკრონ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →