სიახლე

რუსულმა ავიაციამ ოდესაში ავტოპარკი დაბომბა

მედიაცენტრი

რუსულმა ძალებმა ოდესაზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, სატრანსპორტო საწარმოზე მიტანილი დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განმარტებით, საჰაერო დარტყმამ ადგილობრივ ავტოპარკში ძლიერი ხანძარი გამოიწვია, ცეცხლმა ექვსი ავტობუსი მთლიანად გაანადგურა, ხოლო 11 ავტომანქანა და სხვადასხვა ტრანსპორტი სერიოზულად დააზიანა. ნამსხვრევებმა ასევე დააზიანა მახლობლად მდებარე სანატორიუმის კომპლექსი და რამდენიმე კერძო სახლი. The post რუსულმა ავიაციამ ოდესაში ავტოპარკი დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი