სიახლე

პოლიციამ თბილისში ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

მედიაცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინის გაქურდვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ადამიანი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულს და ძვირადღირებულ ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე, ამოღებულია ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პოლიციამ თბილისში ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი